საზოგადოება
18.09.2021 13:19
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1 997 შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 997 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 593 763-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 232 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042-მდე. ამასთანავე, კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 498 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 292, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 154, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 30.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 197 საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 264 პირი.

კვირის ამბები