მე რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემი პირადი მოსაზრება და ვისურვებდი, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა იყოს მანდატორული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის სტატისტიკაც წარმოადგინა.
„იცით, რომ მე რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემი პირადი მოსაზრება, ვისურვებდი, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა იყოს მანდატორული. კვირის დასაწყისში არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, დაახლოებით - 35%.
50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, პირდაპირ გეტყვით - ეს არ არის დამაკმაყოფილებელი,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.