საზოგადოება
17.09.2021 14:04
ბოლო სამი წლის სტატისტიკით „იავნანაში“ შობადობის საგრძნობი მატება ფიქსირდება - ინფორმაციას დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ავრცელებს

ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის გამო შობადობის რიცხვის  საგრძნობლად შემცირების გათვალისწინებით,  დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი „იავნანა“ სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ბოლო სამი წლის სტატისტიკით, „იავნანაში“  შობადობის საგრძნობი მატება ფიქსირდება.
GMnews სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო სამი წლის სტატისტიკით, „იავნანაში“ შობადობის საგრძნობი მატება ფიქსირდება. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ სამშობიაროში 2019 წელს 951 ბავშვი დაიბადა, 2020 წელს - 1000 ბავშვი. რაც შეეხება მიმდინარე - 2021 წელს, აგვისტომდე არსებული სტატისტიკით, ჩვენი კლინიკის სამშობიაროში 667 პატარა დაიბადა. „იავნანა“ მადლობას გიხდით ნდობისთვის! ჩვენთან ყველაზე უსაფრთხო გარემოა, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ თქვენზე“ - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები