საზოგადოება
22.11.2019 17:06
რა ტრანსპორტი მოძრაობდა ძველად გორსა და ცხინვალს შორის, რა ღირდა მგზავრობა და რამდენი საათი იყო საჭირო ამ გზის დასაფარად

მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე, გორსა და ცხინვალს შორის გრუნტიანი გზა ყოფილა. გზის მოხრეშვა მხოლოდ 70-იანი წლებიდან დაწყებულა, რასაც მნიშვნელოვნად გაუადვილებია მგზავრთა მიმოსვლა. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, მოძრაობდა დილიჟანსები (მრავალადგილიანი დახურული ეტლი მგზავრების გადასაყვანად) და ფაეტონები.

თავდაპირველად, გორიდან ცხინვალამდე დილიჟანსით მგზავრობის ფასი 1 მანეთი და 20 კაპიკი ყოფილა. ამ გზის დაფარვას კი, საკმაოდ მოძველებული კარეტა 6 საათს ანდომებდა.

ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნში ,,გორის ისტორია“ (II, 2019 წლის გამოცემა), გორსა და ცხინვალს შორის მგზავრობის დეტალებზე ვკითხულობთ: ,,ვინმე დავით სოსლანის, ,,ნოვოე ობოზრენიეს“ კორესპონდენტის მიხედვით, 80-იან წლებში გორსა და ცხინვალს შორის კავშირი ხორცილედებოდა ორი კერძო პირის სუხანოვის და ფავლენოვის დილიჟანსებით. თითოეული მგზავრი იხდიდა 1 მანეთს, მაგრამ მოგზაურობა უაღრესად ცუდ პირობებში ხდებოდა. ,,ამ კარეტების პატრონები, - წერდა დ. სოსლანი, - მგზავრებს უცქერიან როგორც მასალას, რომლისგანაც შეიძლება შჩი მოიხარშოს და კარაქი შეიდღვიბოს. თითოეულ დილიჟანსში მხოლოდ ექვსი ადგილია, მაგრამ, ჩვეულებრივ, მათ ტვირთავენ, როგორც ქართულ ურემს ფქვილის ტომრებით, მგზავრებს სვამენ სახურავზეც, კოფოზეც და კინაღამ კარეტის უკან თოკებით მიაბან. მარტო ამ კარეტების გარეგნობაც კი გაგაოცებთ. ეს ზონზროხები, დაგლეჯილი გადასაკრავებითა და ბალიშებით, ჩამტვრეული შუშებით, ტალახში მოსვრილები უფრო ბორბლებშე შეყენებულ უხეშად შეკოწიწებულ კიდობანს მოგვაგონებენ, ვიდრე სამოგზაურო ეკიპაჟს“.

 

კვირის ამბები