მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება
მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ინოვაციური პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას. პროექტი ასევე აქტიურად მუშაობს მესაქონლეობის სექტორში ჩართული პირების ცოდნის ამაღლების კუთხით, რასაც სხვადასხვა სახის ტრენინგებისა თუ სასწავლო-საინფორმაციო სახელმძღვანელოების შემუშავებით ახორციელებს.
„ხელისუფლებისთვის მეცხოველეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ ინიციატივას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) ფინანსური მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, კონკურსის შედეგად შერჩეული საგრანტო პროექტების განხორციელებით, ხელშესახები პროგრესი გვექნება მესაქონლეობის სექტორში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ.
რაც შეეხება დეტალური ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, დაინტერესებულ პირებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ იხილონ: https: // bit.ly / 2YzQNX4