ბოლო 24 საათში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 591 766-ს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 306, მათგან 352 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.