მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მოჭადრაკის მიღწევების დამცირების და შელახვის ბრალდებით ნონა გაფრინდაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
საქმე ეხება სერიალ „დედოფლის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.
The New York Times- ის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვს იმ სიცრუის გამო, რომელმაც „მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მოჭადრაკის მიღწევები დაამცირა და შელახა“. კომპენსაციის გარდა, მოჭადრაკე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს.
ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ბრალდებას Netflix-ში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
ნონა გაფრინდაშვილის ტიტულების ჩამონათვალი კი, რეალურად ასე გამოიყურება:
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი;
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.