საზოგადოება
16.09.2021 12:19
სკოლა „ეისი“ გორში მუსიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სკოლა „ეისი“ გორში მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII და IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 20 სექტემბერს ეწურებათ. 20 სექტემბერია მითითებული სამუშაოს  დაწყების თარიღადაც.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები