კულტურა
22.11.2019 12:55
„კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წამოწყებას რომელიც, ე.წ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელებას ისახავს მიზნად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც შეუერთდა. შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში, სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტები ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს ხელოვნების მასტერკლასებს ჩაუტარებენ.

პროგრამის - „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ - ეგიდით, საგანმანათლებლო ღონისძიები, პირველ ეტაპზე, ზერტის საჯარო სკოლაში ჩატარდა. გაკვეთილის „მოზაიკა“- ს ფარგლებში, მოზარდები მოზაიკის შექმნის ხელოვნებას და განვითარების ეტაპებს გაეცვნენ. შემეცნებითი კურსის მსვლელობისას, პრაქტიკული მეცადინეობების გზით, სკოლის აღსაზრდელებმა მოზაიკის შექმნის ტექნოლოგიაც აითვისეს და საკუთარი ხედვის გათვალისწინებით ნამუშევრები შექმნეს.

ვორქშოფის დასრულების შემდეგ, ზერტის სკოლის ბიბლიოთეკას სააგენტოს მიერ გამოცემული პუბლიკაციების კრებული სახელწოდებით - „ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, საჩუქრად გადაეცა.

კვირის ამბები