სამართალი
16.09.2021 12:18
შიდა ქართლში დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციისას, სავარაუდოდ, 10-მდე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შიდა ქართლში დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციისას, სავარაუდოდ, 10-მდე პირი დააკავეს.

ღონისძიებები ერთდროულად რეგიონის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, მათ შორის, გორსა და ხაშურში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ედება ბრალი.

შსს-ში სპეცოპერაციის ჩატარებას ადასტურებენ, დამატებით დეტალებზე კი უწყების კომენტარიდან გახდება ცნობილი.

გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გორში, ანალოგიური სპეცოპერაცია ორი თვის წინ, 8 ივლისსაც ჩატარდა, რა დროსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში (რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს), გორში მცხოვრები 5 პირი დააკავეს.

კვირის ამბები