საზოგადოება
16.09.2021 12:00
როგორ გამოვიყენოთ ბუკები - რჩევები პირველკლასელების მშობლებს

ახალი სასწავლო წელი დისტანციურად განახლდა, თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყებენ. სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, პირველკლასელებს, წიგნებთან ერთად, სასწავლო ბუკებიც გადაეცემათ. GMnews გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ უნდა გამოვიყენოთ ბუკი.

კომპიუტერის ჩართვის შემდეგ ეკრანზე გამოვა ავტორიზაციის ფორმა, განათლების სამინისტრო გვირჩევს, რომ პირველადი ავტორიზაციისთვის გამოვიყენოთ კომპიუტერის სტანდარტული ადმინისტრატორის ანგარიში: პირველ ველში მიუთითეთ: .emis; მეორე ველში კი: emis2021; შემდეგ დააჭირეთ კლავიატურაზე ENTER, რომ შეხვიდეთ სისტემაში.

სისტემაში შესვლის შემდეგ, შესაძლებელია პირად ანგარიშზე ახალი პაროლის დაყენება, ამისათვის უნდა გახსნათ ბრაუზერი და მისამართის ველში აკრიფეთ განათლების სისტემის პორტალის ვებ გვერდის მისამართი https://email.mes.gov.ge; პორტალზე შესვლის შემდეგ დააჭირეთ Microsoft Teams-ში შესვლის ღილაკს; მიუთითეთ თქვენი პირადი ანგარიში (gvari.saxeli@students.gov.ge) და დააჭირეთ ღილაკს NEXT. შემდეგ გადახვალთ ახალი პაროლის დაყენების მენიუზე - უთითებთ დროებით პაროლს (პირველადი პაროლია მოსწავლის პირადი ნომერი), ხოლო მეორე და მესამე ველში კი - შეგყავთ ახალი (მუდმივი) პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ ახალი პაროლი უნდა აკმაყოფილებდეს სირთულის გარკვეულ მოთხოვნებს და შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან. ასევე, უნდა შეიცავდეს დიდ და პატარა ასოებს, ციფრებსა და სპეცსიმბოლოებს. ცნობისთვის, აღნიშნული პროცედურის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კომპიუტერიდანაც.

განათლების სამინისტროს რჩევით, რეკომენდებულია მუდმივად გამოიყენოთ სახელობითი (პირადი) ანგარიში, რადგან ამ შემთხვევაში სისტემა იქნება უფრო დაცული დაზიანებისგან.  სახელობითი ანგარიშის გამოსაყენებლად, სისტემის ჩართვისას აირჩიეთ Other user და ჩაწერეთ პირველ ველში თქვენი სახელობითი ანგარიში (გვარი.სახელი@students.gov.ge), ხოლო მეორე ველში - თქვენი პაროლი.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ სახელობითი ანგარიში ან პაროლი, მათი მიღება შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე: https://reset.emis.ge. აღნიშნულ პორტალზე უნდა მიუთითოთ მოსწავლის პირადი ნომერი და მიყვეთ ინსტრუქციას.

ცნობისთვის, ყველა მოსწავლის ანგარიშის სახელი ავტომატურად უკვე შექმნილია და ასახულია სკოლის მართვის ბაზაში.

რაც შეეხება გარანტიას, ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ სერვის ცენტრს.

კვირის ამბები