საზოგადოება
15.09.2021 13:28
როგორ გამოიყურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გორის მაჟორიტარული სიები

2 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა. გორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები რვა პოლიტიკურმა პარტიამ დაასახელა. მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ქალების სიმრავლით გამოირჩევა „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომელმაც ამომრჩეველს 5 ქალი კანდიდატი წარუდგინა.

GMnews გთავაზობთ იმ კანდიდატების ჩამონათვალს, რომელთა სახელებიც საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ.

„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, საარჩევნო ნომერი 2, ამ პარტიის მაჟორიტარული სია ასე გამოიყურება: ელზა იმერლიშვილი, ნუნუ გოგიაშვილი, თინათინ პავლიაშვილი, გია გოგიაშვილი, დავით გვილია, ვიქტორ ქარქიშვილი, თამარ მარწყვიშვილი, თორნიკე მარუშაშვილი, ზურაბ წკრიალაშვილი, ზურაბ ღვინიაშვილი, ნინო მიროტაძე.

„ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი 3, ამ პოლიტიკურ სუბიექტს მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავს - ივანე მაჭარაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი 5 - კახა ლობჟანიძე, შალვა სრესელი, ანი ბალიაშვილი, ბექა ქორჩილავა, ილია ეცადაშვილი, გივი გინტური, ვახტანგ აზალაძე, ლევან ბიძინაშვილი, ნანა ლოთიშვილი, გიორგი მახნიაშვილი, უჩა მარკოზაშვილი, ნაზი დიდებელი.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ნომერი 8 - ლიანა პაპიაშვილი, ვლადიმერ წერეთელი, ინა ლომაური, ალექსი მიქელაშვილი, ალექსანდრე გულიკაშვილი, ლუკა ფურცელაძე, გიორგი სეიფაშვილი, დავით რაჯაბაშვილი, ლეილა ჯალაბაძე, ზურაბ დადიანიძე, ტრისტანი ბუჟღულაშვილი.

„ლელო“, საარჩევნო ნომერი 9 - ზაქარია ვატიტაძე, ალექსი სუხიტაშვილი, ილია ძამაშვილი, ვეფხია კასრაძე, პაპუნა კობერიძე .

„გახარია - საქართველოსთვის“, საარჩევნო ნომერი 25 - მარიამ ახვლედიანი, გიორგი პაპიტაშვილი, გიორგი როსტომაშვილი, ვალერი ღოღაძე, ჰამლეტ პეტუაშვილი, მალხაზ ლაფაჩი, ნუკრი ჯალაბაძე, ევგენი ბასილაშვილი, შმაგი ხუბულური, გურამ გლურჯიძე, ილია თოდაძე, კონსტანტინე ავლოხაშვილი.

„თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“, საარჩევნო ნომერი 37 - ამ პოლიტიკურ პარტიასაც მხოლოდ ერთი კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი ამომრჩევლისთვის - ნანა აღორძინება.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ნომერი 41 - ბექა ლობჟანიძე, ასმათ ტალახაძე, იოსებ მუმლაძე, ზაზა მათოშვილი, დავით სარალიძე, ჯაბა იმერლიშვილი, ბორისი გოგიჩაიშვილი, კობა ბერიანიძე, გიორგი შიოშვილი, მანუჩარ ლაფაჩი, მამუკა ბაზანდარაშვილი, მერაბ მელანაშვილი.

კვირის ამბები