საზოგადოება
15.09.2021 12:14
ვაქცინაციის წამახალისებელ მეორე გათამაშებაში ოთხმა გორელმა მოიგო

ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის მეორე გათამაშება დღეს გაიმართა. ლატარიის შედეგები stopcov.lotto.ge – 12 საათზე აიტვირთა. მონაცემების თანახმად, ყოველდღიურ გათამაშებაში ოთხმა გორელმა 100 ლარი მოიგო. ასევე, 100 ლარიანი მოგება ხვდათ წილად კასპსა და ქარელში ვაქცინირებულ თითო პირს.
მოგების გადამოწმება ყველა აცრილს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა საიტზე შეხვიდეთ და ძიების ველში პირადი ნომერი მიუთითოთ.

აქვე, აღნიშნულია გამარჯვებულების ინიციალები, პირადი ნომრის პირველი და ბოლო ციფრები და დასახელებულია, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი პირი, ამასთან, მითითებულია გამარჯვებულის საცხოვრებელი მუნიციპალიტეტიც.

ცნობისთვის, ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.

შეგახსენებთ, პირი, რომელიც ყოველდღ|იურ გათამაშებაში მოიგებს თანხას, შემდგომ მონაწილეობს ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

კვირის ამბები