საზოგადოება
15.09.2021 11:17
გორის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და განათლების სისტემაში მომუშავე პირებს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალი  2021-2022 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. კონსტანტინე თავზარაშვილმა მილოცვის ტექსტი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
„გილოცავთ, სასწავლო წლის დაწყებას, მინდა, ახალი სასწავლო წელი წარმატების მომტანი იყოს. სამწუხარო რეალობაა, რომ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება სწავლის დაწყება, მაგრამ ერთად დგომითა და რეგულაციების დაცვით ესეც მალე მოხდება - აუცილებლად დავბრუნდებით სკოლაში. ბავშვებს, პედაგოგებს, მშობლებს, ადმინისტრაციას - ყველას მინდა მადლობა გადავუხადო იმ განსაკუთრებული შრომისთვის, რომლის გაწევაც ონლაინ სწავლების დროს გიწევთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. წარმატებები და ჯანმრთელობა ყველას“, - წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კონსტანტინე თავზარაშვილი.

კვირის ამბები