საზოგადოება
15.09.2021 10:50
საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2 515 შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 587 551-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 829 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 551 780-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 347 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 398 საიდანაც, 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათგან 350 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კვირის ამბები