ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია - ატვირთულია დისტანციური სწავლების ცხრილები, მოსწავლეებს წიგნები უკვე სრულად გადაეცათ, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად დაიწყო, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია - ატვირთულია დისტანციური სწავლების ცხრილები, მოსწავლეებს წიგნები უკვე სრულად გადაეცათ, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად დაიწყო, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
,,დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად დაიწყო სასწავლო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში. ვულოცავ ყველა მოსწავლეს, ყველა პედაგოგს სასწავლო პროცესის დაწყებას და ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ სწავლის გაგრძელებას კლასებში. ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია - ატვირთულია დისტანციური სწავლების ცხრილები, მოსწავლეებს წიგნები უკვე სრულად გადაეცათ, რაც შეეხება ბუკებს პირველკლასელებისთვის, უკვე შესყიდულია და უახლოეს დღეებში მოხდება მოწოდება. მოგეხსენებათ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ პირველკლასელებს პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები და ამ პერიოდამდე ბუკებიც ყველა მათგანს ექნება.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ დროისთვის, სკოლების მასწავლებელთა დაახლოებით 60% გახლავთ აცრილი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პედაგოგების პარალელურად, ბავშვებში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ძალზე მნიშვნელოვანია მოსწავლეების მშობლების აცრაც. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რთული იქნება უსაფრთხო გარემოს შექმნა და სწავლის გააგრძელება საკლასო ოთახებში. მოგეხსენებათ, ამჟამად არსებული გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის სკოლებში გაგრძელება დაგეგმილია იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, როგორ შეფასდება ჩვენთან მდგომარეობა, ამაზე ჯანდაცვის სექტორი იმსჯელებს“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.