საზოგადოება
14.09.2021 11:54
„ქართული ოცნება“ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატებს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დღეს ოფიციალურად წარუდგენს

„ქართული ოცნება“ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატებს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დღეს ოფიციალურად წარუდგენს.

ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი და კასპში, მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენით დაიწყება. ღონისძიება სოფელ ლამისყანაში, ორბელიანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება. შემდეგ კი, პრემიერი, თანმხლებ პირებთან ერთად ჯერ შპს „კერამიკა ელ ტორენტეს“, მოგვიანებით კი,   შპს „მეტეხის კერამიკას“ დაათვალიერებს.

კასპიდან პრემიერ-მინისტრი ხაშურს ეწვევა, სადაც კურორტი „მწერლების“ ტერიტორიაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, თენგიზ ჩიტიაშვილს წარადგენს, შემდეგ კი, ხაშურის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.

ქარელში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ეზოში მოეწყობა ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენა.

შემდეგ კი, პრემიერი, თანმხლებ პირებთან ერთად, სოფელ ძევერაში, შპს „აგროქართლის“ ბაღებისა და სამაცივრე მეურნეობის დათვალიერებას გეგმავს.

საღამოს, 17:00 საათზე კი, გორის ცენტრში, პრემიერ-მინისტრი, გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მოსახლეობას ოფიციალურად წარუდგენს.

კვირის ამბები