გორის მუნიციპალიტეტში, ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულს GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში კომპიტერული ტექნიკა გადაეცა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებთან ბრძოლაში აქტიურად ჩართული პირების დახმარებას. პროგრამის განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, დისტანციურად მიაწოდონ მოსახლეობას მომსახურება და შესაბამისად, უზრუნველყონ ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაშორებით მცხოვრებ მოქალაქეთა უწყვეტი წვდომა.
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ქართველი პარტნიორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად განახორციელა კრიზისზე რეაგირების სხვადასხვა ღონისძიება, რათა თვითმართველობები გამკლავებოდნენ პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. GIZ-ის პროგრამა - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ - ხელს უწყობს საქართველოში მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას და რეგიონულ განვითარებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილებები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კიდევ 37 ადმინისტრაციულ ერთეულს (189 სოფელი) გადაეცა.