საზოგადოება
14.09.2021 11:28
ბავშვთა უფლებების დაცვაზე ყოველდღიურად ზრუნავენ კვალიფიციური სპეციალისტები - გორის მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნიდან  ერთი წელი გავიდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ამ ხნის განმავლობაში, კომპეტენციებიდან გამომდინარე ბავშვთა უფლებების დაცვაზე ყოველდღიურად ზრუნავენ კვალიფიციური სპეციალისტები. განყოფილება ორიენტირებულია ბავშვის კეთილდღეობისა და მათი ინტერესების დაცვაზე. განყოფილებამ ერთი წლის განმავლობაში, მომართვის საფუძველზე, შეისწავლა ათეულობით შემთხვევა, სიღარიბეში მცხოვრები ასზე მეტი ბავშვის ოჯახი და განახორციელა სკოლის მიღმა დარჩენილი ათეულობით ბავშვის მონიტორინგი.

„განყოფილება აქტიურად თანამშრომლობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთანაც. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად დაიდგა სოციალური ყუთი. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით, შეიქმნა ახალი პროგრამა. შედეგად, ძალადობაგანცდილ ბენეფიციარებს დაუფინანსდათ ფსიქო-სარებილიტაციო კურსი, 2021 წლის იანვრიდან პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ დახმარებას. განყოფილების მიზანიც სწორედ ესაა - ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, თითოეული პატარას, უფლებების დაცვა, მათ ჯანმრთელობაზე და განათლების მიღებაზე ზრუნვა“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელმა დიანა ბერიძემ.

საჭიროების შემთხვევაში, გამყოფილებასთან დაკავშირება მოქალაქეებს შეუძლიათ  ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:  995 599 30 04 24; 0370 27 00 03 და ელ ფოსტაზე: info @gori. gov. ge, Ms. gov. Ge ან მიაკითხონ მისამართზე: გორი, გრიგოლ ფერაძის #5;

 

კვირის ამბები