საზოგადოება
14.09.2021 10:51
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა - 2 990, გარდაიცვალა 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა - 2 990, გარდაიცვალა 54 პაციენტი - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საიტის ცნობით, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა - 220, იმერეთი - 498, ქვემო ქართლი - 194, შიდა ქართლი - 278, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 585 036 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 548 951, გარდაიცვალა 8 287 პაციენტი.

კვირის ამბები