კულტურა
13.09.2021 12:24
კონკურსი - ,,შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ დასრულდა, სპეციალურად ერისთავის სახელობის თეატრისთვის ახალი პიესა დაიწერება

ერისთავის სახელობის თეატრის მიერ გამოცხადებული კონკურსი სახელწოდებით - ,,შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ დასრულდა. მაყურებელთა გამოკითხვის მეორე ეტაპის დასრულების შედეგად გაიმარჯვა თემამ - ,,სოციალური პრობლემები და პასუხისმგებლობები“.  როგორც გორის თეატრში აცხადებენ, მათი მიზანია ხელი შეუწყონ თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას.

„შეგახსნებთ, გამოკითხვა მიმდინარეობდა ორ ეტაპად. კონკურში, სულ მონაწილეობა მიიღო ორასოთხმოცდაცამეტმა ადამიანმა. შედეგებიდან გამომდინარე, ერისთავის თეატრი თანამედროვე ქართველ დრმატურგთან დაიწყებს მოლაპარაკებას, რათა სპეციალურად ერისთავის თეატრისთვის დაიწეროს ახალი თანამედრო პიესა თემაზე - ,,სოციალური პრობლემები და პასუხისმგებლობები,, რომელიც პირველად დაიდგმება ერისთავის სახელობის თეატრში.  ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, ჩვენი მიზანია, მეტად ვუზრუნველვყოთ მაყურებელთა ჩართულობა და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები“, - აცხადებენ გორის თეატრში.

 

კვირის ამბები