საზოგადოება
13.09.2021 12:05
სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში ოთხი მასწავლებლის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა ოთხი სხვადასხვა სპეციალობის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.

I, II, III, IV, V და VI კლასებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პოზიციაზე ფლავის საჯარო სკოლა პედაგოგს ეძებს. განცხადების პირობების მიხედვით, სამუშაო გრაფიკი კვირაში 10 საათიან დატვირთვას მოითხოვს, ანაზღაურება კი - 265-291 ლარია გათვალისწინებული.

კიდევ ერთი ვაკანსია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის პოზიციაზეა გამოცხადებული. შერჩეულ კანდიდატს I, II, III და IV კლასებში მოუწევს მუშაობა კვირაში 15 საათიანი დატვირთვით, რისთვისაც ანაზღაურება 398-437 ლარი იქნება.

ასევე I, II, III და IV კლასებში სამუშაოდ იწვევს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს ფლავის საჯარო სკოლა. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 10 საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას 265-291 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.

რაც შეეხება მეოთხე ვაკანსიას, სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა  I, II, III და IV კლასებში მუსიკის მასწავლებელს ეძებს. კვირაში 10 საათიანი სამუშაო დატვირთვა და სავარაუდო ხელფასი 265-291 ლარი გახლავთ.

ცნობისთვის, აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ოთხივე ვაკანტურ პოზიციაზე მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა ხვალ, 14 სექტემბერს ეწურებათ.

კვირის ამბები