საზოგადოება
13.09.2021 09:37
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დღეიდან ამოქმედდა - ვინ ჩაერთვება გათამაშებაში და რამდენია საპრიზო ფონდი

დღეიდან, 13 სექტემბრიდან ამოქმედდა ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს.

რატარიაში ვაქცინირებული ყველა პირი ჩაერთვება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ  როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირები.

გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად, წლის ბოლოს კი გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება.

კომპანიის ცნობით, პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე კი, მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს’“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღიურად, 12 საათზე, ყოველკვირეული გათამაშება - ორშაბათს, ასევე 12 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება შედგება 31 დეკემბერს.

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად - 1 000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. 

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე, მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს“  ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს“ ყველა გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.  

თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

კვირის ამბები