სპორტი
13.09.2021 09:25
რა რეგულაციები მოქმედებს სპორტული ტურნირების ჩასატარებლად

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.

ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა. როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

კვირის ამბები