საზოგადოება
11.09.2021 11:53
საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 57 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით

ვირუსით ინფიცირების 2 533 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 579 031-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 762 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 146 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 177, იმერეთი - 422, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 150, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 244, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც

6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 488 პირი, 374 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები