საზოგადოება
10.09.2021 15:44
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში არსებულ ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენის ვადა ხვალ იწურება
 

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საჯარო თუ კერძო სკოლებში, ამ ეტაპზე რამდენიმე აქტიური ვაკანსიაა. GMnews გაგაცნობთ იმ განცხადებების დეტალებს, სადაც საბუთების წარდგენის ვადა ხვალ, 11 სექტემბერს იწურება.

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პოზიციაზე გამოცხადებულია ვაკანსია. განცხადების თანახმად, სკოლა პედაგოგს I, II, III, IV, V, VI კლასებისთვის ეძებს, სამუშაო გრაფიკი კვირაში 8 საათიან დატვირთვას გულისხმობს, რაც შეეხება თვიურ ანაზღაურებას 234-549 ლარი იქნება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მსურველებს, განაცხადის გაკეთების ვადა 11 სექტემბერს ეწურებათ.

ასევე 11 სექტემბერს იწურება განცხადების წარდგენის ვადა სსიპ - ქალაქ გორის №10 საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზეც, რომელიც II და III კლასებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგის პოზიციაზე მასწავლებლის შერჩევას გულისხმობს. ამ შემთხვევაში სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 საათიან დატვირთვას გულისხმობს, თვიური ანაზღაურება კი - 110-150 ლარი გახლავთ.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგს ეძებს სსიპ - ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლაც. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მასწავლებლის ვაკანსია II, III, IV, V, VII კლასების პედაგოგის პოზიციაზე აქვს გამოცხადებული. სამუშაო გრაფიკი კვირაში 7 საათს გულისხმობს, თვიური ანაზღაურება კი 250-300 ლარი გახლავს. ამ ვაკანსიაზეც, განაცხადის გაკეთების ვადა ხვალ, 11 სექტემბერს იწურება.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები