საზოგადოება
21.11.2019 16:36
გორის ცენტრი 67 წლის წინ
როგორ გამოიყურებოდა გორის ცენტრალური მოედანი 67 წლის წინ - GMnews-ი ერთ-ერთი გორელის პირად არქივში დაცულ კიდევ ერთ ფოტოსურათს წარმოგიდგენთ.
ფოტოზე ჩანს, რომ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დასადგმელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო აშენებული ადმინისტრაციული შენობა, ასევე - ფოსტის და მოედნის სამხრეთით მდებარე უნივერმაღის შენობები.
ფოტოზე ნათლად ჩანს ისიც, რომ იმ ადგილზე, სადაც ახლა ასბინიანი საცხოვრებელი კორპუსია აშენებული, მოედნის დასავლეთით, მაშინ ორსართულიანი შენობა მდგარა. ისტორიკოსმა ელდარ მამისთვალიშვილმა GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული შენობა ოფიცერთა სახლი იყო.
კვირის ამბები