ისრაელში მოსახლეობას COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით ასაცრელად ამზადებენ, - აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა მოსახლეობას მეოთხე დოზის გაკეთებისკენ უკვე მოუწოდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი, ჯერჯერობით, ქვეყანაშია და კვლავ იქნება, მოსახლეობა მეოთხე ინექციისთვის უნდა მოემზადოს. თუ ვიფიქრებთ ამაზე და ვაქცინის და ანტისხეულების მოქმედების შესუსტებაზე, რამდენიმე თვეში ერთხელ - მაგალითად ერთი წლის განმავლობაში ყოველ მეხუთე, ან მეექვსე თვეს - შესაძლოა ახალი ინექცია დაგვჭირდეს. მოქალაქეების მეოთხე დოზით აცრა სწრაფად გავრცელებადი „დელტა“ შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება იქნება,“ - აცხადებს სამედიცინო ცენტრ ZIV-ის დირექტორი პროფესორი სალმან ზარკა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ისრაელის მოსახლეობა ვაქცინის მეოთხე დოზის მიღებას. ამ დრიოსთვის კი, ისრაელის 2,5 მილიონი მოქალაქე ე.წ. „ბუსტერ“ დოზებით უკვე აიცრა.