საზოგადოება
10.09.2021 10:40
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 795 პირი, სამწუხაროდ გარდაიცვალა 54 კოვიდპაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 575 210-ს. დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 534 559-მდე, რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 089 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 32 536 საიდანაც, 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი.

კვირის ამბები