საზოგადოება
09.09.2021 13:13
შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის - თამარ გაბუნია

ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური ყველაზე მეტი შემთხვევა 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ პირებში გვხდება, ამასთან ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, საჭიროა, 60 წლის ზემოთ პირების ვაქცინაციის მაჩვენებლის მაქსიმალურად გაზრდა.

,,ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ამ დროს, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელი გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ. მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კვირის ამბები