საზოგადოება
09.09.2021 12:08
სოფლების მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში შეუფერხებლად მოხდება ადგილზე აცრების უზრუნველყოფა - მარი გიუნაშვილი

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მსურველთა ასაკობრივ ჯგუფებს, ძირითადად აქტიურობენ საშუალო ასაკის მოქალაქეები და ხანდაზმულები, ახალგაზრდების აქტიურობა კი შედარებით დაბალია, - ამის შესახებ ,,გორის მაცნესთან“  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.

,,გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს ადგილზე არსებულ ამბულატორებში მოქმედი ვაქცინაციის პუნქტებში და ასევე, ორგანიზება ხდება იმ სოფლებში, საიდანაც არის მოთხოვნა. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ სოფელი შავშვები, სადაც 20 ადმიანი აიცრა და დაახლოებით ამდენივემ კიდევ გამოთქვა ვაქცინაციის სურვილი, შესაბამისად, ამ სოფელში კვლავ მოხდება ამცრელი ბრიგადიის ჩასვლა. ანალოგიურად, სხვა სოფლების მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირების შემთხვევაშიც შეუფერხებლად მოხდება ჩასვლა და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრების უზრუნველყოფა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მსურველთა ასაკობრივ ჯგუფებს, ძირითადად აქტიურობენ საშუალო ასაკის მოქალაქეები და ხანდაზმულები, ახალგაზრდების აქტიურობა კი შედარებით დაბალია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის კიდევ ერთხელ აღნიშვნა, რომ ,,დელტა“ შტამი, რომელიც ქვეყანაში ამჟამად ცირკულირებს, აქტიურად იწვევს ახალგაზრდების ინფიცირებასაც, მიმდინარეობა კი, მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ რთულია, შესაბამისად, ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვა, მობილობის მინიმუმადე შემცირება ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.   

კვირის ამბები