საზოგადოება
09.09.2021 11:08
გასული დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კოვიდ 19-ის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 572 948-მდე, გარდაცვლილთა რიცხვი კი 8 035-მდე გაიზარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249, იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც:

6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 743, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 081.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის 365 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები