საზოგადოება
08.09.2021 15:06
ახალშობილის სანახავად მისული ნათესავებისგან ჩვილი დაინფიცირდა, ორი კვირის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული

ახალშობილის სანახავად მისული ნათესავებისგან ორი კვირის ჩვილი დაინფიცირდა. ახალშობილი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ჩვილი რეანიმაციაშია მოთავსებული, სადაც მონიტორინგის ქვეშაა.

მაია ჩხაიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჩვილის ინფიცირების წყარო ნათესავები არიან, რომლებიც ახალშობილის სანახავად იმყოფებოდნენ.

კვირის ამბები