08.09.2021 14:48
სოფელ ქვახვრელის და აძვის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სპეციალობის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საჯარო თუ კერძო სკოლებში, ამ ეტაპზე რამდენიმე აქტიური ვაკანსიაა.
სპეციალურ ვებ.გვერდზე - teacherjobs.ge - დღეს კიდევ რამდენიმე ახალი განცხადება განთავსდა.
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
როგორც განცხადებაშია მითითებული, ვაკანსია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს გამოხმაურების ვადა 10 სექტემბერს ეწურებათ. რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას, თვეში 450-550 ლარს შეადგენს.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს ეძებს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.
განცხადების პირობების მიხედვით, ვაკანსია I, II, III, IV კლასების მასწავლებლის პოზიციაზე გამოცხადებული, კვირაში 12 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და თვიური ანაზღაურება 350-450 ლარი იქნება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მსურველებს, განაცხადის გაკეთების ვადა 15 სექტემბერს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.