საზოგადოება
08.09.2021 14:29
საქართველო „წითელი ჯვრისგან“ 100 000 დოზა „სინოფარმს“ მიიღებს - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველო „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვი სმინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინის ახალი დოზები ქვეყანაში შაბათს, 11 სექტემბერს შემოვა.

„იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს „სინოფარმს“, სასიხარულო ამბავი გვაქვს - მადლობა მინდა გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ საჩუქრად 100 000 დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ, რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ფართო ასორტიმენტით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „სინოფარმზე“ რეგისტრაცია და რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ორშაბათიდან განახლდება.

კვირის ამბები