18 ნოემბერს, თბილისში, აქციის დაშლისას დაკავებულთაგან ორი ადამიანი - ადვოკატი ბექა ბასილაია და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი შსს-ს გორის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების მიმართ საქმე სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისა და ხულისგნობის მუხლითაა აღძრული. ბასილაია და მაქარაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო და 12 და 13 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი მოინახულებს. ,,გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოყვანილია 2 დაკავებული, ჩემი კოლეგა ბექა ბასილაია და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. გადავწყვიტე მათი მონახულება, მაინტერესებს როგორ პირობებში იმყოფებიან ისინი, ხომ არ საჭიროებენ რაიმე პირველადი მოხმარების ნივთებს და ხომ არ აქვთ რაიმე პრეტენზია“, - განაცხადა ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში