08.09.2021 14:26
სასწავლო წლის დაწყების პარალელურად აშშ-ში მოზარდებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა
აშშ-ში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსული ინფექცია 252 ათასამდე ბავშვს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, არასრულწლოვნებში ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია.
პედიატრიის ამერიკული აკადემიისა და ბავშვთა საავადმყოფოთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ყოველკვირეული მაჩვენებელი ახლა დაახლოებით 300-ჯერ აღემატება ივნისის მაჩვენებელს.
ამავე დროს, მკვეთრადაა მომატებული ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რომელიც ივლისის შემდეგ 600%-ით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფექციით აშშ-ში, ამჟამად 2 400 ბავშვია ჰოსპიტალიზებული.