საზოგადოება
07.09.2021 14:36
ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება.

რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, გამყრელიძის თქმით, ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, მაგალითად, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა მაღალმთიან და სოფლის დაახლოებით 330 თუ 332 სკოლაში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, სკოლის რამდენ მოწაფეს და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილლი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ სკოლებში სწავლა აუცილებლად აღდგეს. იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

ასევე, ჩამოვაყალიბეთ ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების კონცეფცია და რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, მაგალითად, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ვჯერდებით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ამას შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები