საზოგადოება
07.09.2021 12:44
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფომაციას უმაღლესი სასწავლებელი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, რეგისტრაციისთვის სტუდენტებს დასჭირდება: პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი (დედნის წარმოდგენით); ორი ფოტოსურათი ზომით 3/4 და ასევე CD დისკზე ცაწერილი ფოტოს ელექტრონული ვერსია; სამხედრო აღრიცხვის დაქვემდებარებული ვაჟებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (არსებობის შემთხვევაში) ნომერი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

„დოკუმენტები უნდა წარადგინოთ და რეგისტრაცია გაიაროთ შესაბამის ფაკულტეტზე. ამასთან, გორის უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს მითითებულ დოკუმენტებთან ერთად თან უნდა იქონიოთ გადახდის ქვითარი (500 ლარი). რეკვიზიტები იხილეთ აქ

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

მარიკა შერაზადიშვილი – 577251217 – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. გორის უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი

ლელა ალექსიძე – 577251267 – განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. გორის უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი

ქეთევან ბარბაქაძე – 577151211 – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. გორის უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი,“ - მითითებულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყება.

კვირის ამბები