საზოგადოება
07.09.2021 10:58
სოფელ კირბლის საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგის პოზიციაზე ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბლის საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

teacherjobs.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური ადგილი მეოთხე კლასის მასწავლებლის პოზიციაზეა გამოცხადებული და კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მსურველებს გამოხმაურების ვადა 13 სექტემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები