საზოგადოება
07.09.2021 10:55
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 50 პირი

საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 996 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 567 922-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 523 669-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 288, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 150, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 168, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც, 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმეა 1 559 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი.

კვირის ამბები