საზოგადოება
06.09.2021 15:01
კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს - თამარ გაბუნია

კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას და არსებული რეგულაციების უგულებელყოფას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დაწესებული რეგულაციები კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის.

„არსებული რეგულაციების საჭიროება, ფიქრობ, კიდევ დიდხანს იდგება დღის წესრიგში და ამის ალტერნატივა არ არის. მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მცირე დარჩეს არავაქცინირებული ჯგუფი. ამასთანავე, მიმდინარეობს რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა. ამ პრობლემის გადაწყვეტის კიდევ ერთი გზა იქნება, ახალი მედიკამენტური მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კვირის ამბები