საზოგადოება
06.09.2021 14:54
ბოშურის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ვაკანტური პოზიცია კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 300-400 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 8 სექტემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge ან teacherjobs.ge და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები