საზოგადოება
06.09.2021 13:30
იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი

400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი.

,,გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად აღინიშნება, როგორც ახალი ინფექციის გამოვლენის, ასევე დადებითობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა. ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, ანალოგიური ვითარებაა მოზრდილებშიც. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კვირის ამბები