საზოგადოება
06.09.2021 12:51
უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორში ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ 25 გრადუსს მიაღწევს - გაეცანით ამინდის დეტალურ პროგნოზს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში გრილი ამინდია მოსალოდნელი. დღეს, 6 სექტემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, 23 საათიდან ნავარაუდევია ნალექი.

6-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, მუნიციპალიტეტუის ტერიტორიაზე ნავარაუდევია ჰაერის 17-25 გრადუსამდე გათბობა. რაც შეეხება ნალექს, მცირე წვიმა მოსალოდნელია დღეს, 6 სექტემბერს ღამის საათებში, ასევე 8 და 12 სექტემბერს დღისით.

სექტემბრის აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნავარაუდევია მცირე ქარიც, რომლის სიჩქარეც 10 და 11 სექტემბერს მოიმატებს 10 მ/წმ-მდე.

დღეიდან 10 დღის განმავლობაში, ძირითადად ნახევრადღრუბლიანობა შენარჩუნდება. ყველაზე მზიანი ამინდი მოსალოდნელია 9, 10 და 11 სექტემბერს.

 

კვირის ამბები