საზოგადოება
06.09.2021 12:26
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი „იავნანა“ ვაკანსიებს აცხადებს

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ აცხადებს ვაკანსიებს რეგისტრატორების პოზიციაზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ,,გორის მაცნემ“ გაარკვია, სამედიცინო ცენტრი სამი რეგისტრატორის შერჩევას აპირებს. რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს და ანაზღაურებას, რეგისტრატორის სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობით, ანაზღაურება კი 400 ლარია (დარიცხული).

რეგისტრატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველებმა დეტალური ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ მისამართზე: გორი, ჭავჭავაძის ქ. # 104, ან დარეკოთ ნომერზე - 598 61 30 71

კვირის ამბები