საზოგადოება
06.09.2021 11:52
კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდი, რომელსაც მკურნალობა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში უტარდებოდა, გარდაიცვალა

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ 19-ით ინფიცირებული მოზარდი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 15 წლის პაციენტი სტაციონარში მოთავსების დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.

კორონავირუსის გარდა, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა - ჰიდროცეფალია, ცერემბრალური დაბლა და ჭარბწონიანობა. კლინიკის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, შემდგომ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.

კვირის ამბები