მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ქალაქებში არსებულ სამედიცნო დაწესებულებებში მოქმედი ამცრელი პუნქტების გარდა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის სოფლებშიც.
ამჯერად, ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში თავდაცვის მობილური ჯგუფის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა. იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო.
სოფლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან ვაქცინაციის მსურველებს აცრა ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ.
გულედანის ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესი რეგიონის 7 ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს, პარალელურად, ვაქცინაციის პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების მობილური ბრიგადები.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 572, 414 პირი მართვით სუნთქვაზეა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება