საზოგადოება
21.11.2019 15:01
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის დღეიდან კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები ამოქმედდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კვლავ გადაიხდის თანაგადახდის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა, აღნიშნული გადასახადი შემცირდება და ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ერთნაირი იქნება. უწყების ინფორმაციით, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს თანაბარ პირობებში აყენებს, ამასთან, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციასა და ხარისხის მართვას.

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული, იღებენ ვალდებულებას, რომ ბენეფიციარებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსების ახალი სისტემა ეტაპობრივად სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდება.

კვირის ამბები