საზოგადოება
06.09.2021 11:13
ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 391 საიდანაც მძიმე პაციენტია 1 572

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 565 957-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 61 ადამიანი ემსხვერპლა და საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 7 867 გახდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 572, 414 მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები